უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

27 აპრილი 2022, 10:38 498 ნახვა

„უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტზე გადასვლას იწყებენ,“ - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ შევედით სრულიად ახალ ფაზაში, რაზედაც ორი თვის წინ არავის უფიქრია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაყვანა ნატოს იარაღზე, ნატოს სტანდარტზე, დიახ, ეს უკვე ხდება“, - აცხადებს კულება. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეძლო ჯო ბაიდენის დარწმუნება, რომ ამის დრო დადგა.

„მოგვაწოდეს ჰაუბიცები, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, გაცილებით მეტს ველოდებით. ეს ისტორიული მომენტია“ - დასძინა კულებამ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი