მოლდოვის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

26 აპრილი 2022, 14:47 991 ნახვა

მოლდოვის პრეზიდენტმა დნესტრისპირეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით უშიშროების უმაღლესი საბჭოს სხდომა მოიწვია.

25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო დღეს კი ტელეანძა ააფეთქეს.

მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა დნესტრისპირეთში განხორციელებული აფეთქებების სერიის შემდეგ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ენდონ გაურკვეველ წყაროებს.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ აფეთქებები რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილი პროვოკაციაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი