გაეროს გენერალური მდივანი დღეს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება

26 აპრილი 2022, 10:04 983 ნახვა

გაეროს გენერალური მდივანი დღეს მოსკოვში რუსეთის  პრეზიდენტს შეხვდება. ანტონიო გუტიერეში სამუშაო შეხვედრას გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც. მომდევნო დღეებში კი ვიზიტი აქვს დაგეგმილი უკრაინაში. ის ხუთშაბათს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდება.

ორი ქვეყნის პირველ პირებთან საუბრის მთავარი თემა ომის დასრულება იქნება.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტამდე მოლაპარაკებები გამართა თურქეთის პრეზიდენტთანაც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი