საბრძოლო სროლები ორფოლოს სასროლეთზე

26 აპრილი 2022, 11:02 611 ნახვა

მე-12 ბატალიონის საბრძოლო სროლები გაიმართა ორფოლოს სასროლეთზე.  საქართველოს თავდაცვის ძალების, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ბრიგადის, მე-12 ბატალიონის მეორე ასეულის, ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნების კულმინაციური სწავლება ჩატარდა.

გეგმიური წვრთნა 2 კვირის განმავლობაში ტაქტიკური სწავლებითა და საბრძოლო სროლებით მიმდინარეობდა.   

სწავლება ოცეულის დონეზე ქვედანაყოფის ტაქტიკურ მომზადებასა და სინქრონიზებულ მოქმედებას ისახავდა მიზნად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში