რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების შეჩერების შესახებ იუწყება

25 აპრილი 2022, 13:33 1112 ნახვა

ჟენევის დისკუსიები გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს ინიციატივით შეჩერდა, „პარტნიორებმა“ ფაქტობრივად მძევლად აიყვანეს რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დენის გონჩარმა, რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, ასევე არის ლოგისტიკური სირთულეები, რომლებიც წარმოიშვა რუსეთის მიმართ ევროკავშირისა და შვეიცარიის მიერ დაწესებულ შემაკავებელ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც მასპინძლობს ამ ფორმატს თავის ტერიტორიაზე.

დენის გონჩარის განცხადებით, „დასავლელი „პარტნიორების“ არამეგობრული და პოლიტიზებული ნაბიჯები არ უწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს“ და შესაძლოა „ამ რეგიონში გაურკვევლობა გამოიწვიოს“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი