რუსეთი აღდგომის ღამესაც არ ინდობს მშვიდობიან მოქალაქეებს, მის აგრესიას უკვე შეეწირა 213 ბავშვის სიცოცხლე, დაშავებულია 389-ზე მეტი. ბავშვებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის პარალელურად იტაცებს ადამიანებს.
მელიტოპოლში, ოკუპანტებმა ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს, - ინფორმაცია ამის შესახებ ქალაქის მერმა, ივან ფედოროვმა გაავრცელა.
რუსეთის აგრესიას საპასუხო ქმედებით პასუხობს უკრაინაც, ბოლო ინფორმაციით უკრაინამ 21 800 რუსი სამხედრო მოკლა.
ისევ მოლაპარაკებების გზით ომის დასრულების მომხრეა ვოლოდიმირ ზელენსკი.