ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა

23 აპრილი 2022, 15:33 1112 ნახვა

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი გარდამოვიდა. იქამდე იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა, გარდამოსვლის შემდეგ კი ცეცხლი საფლავიდან გამოიტანა.

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იმყოფებიან.  

აღდგომის ყოველ დღესასწაულზე წმიდა ცეცხლის ჩამოსატანად უკვე რამდენიმე წელია იერუსალიმში ჩვენი ქვეყნიდან სპეციალური დელეგაციაც ჩადის, რომელიც საერო და სასულიერო პირებისგან შედგება.

წმინდა ცეცხლს თბილისში ჩამოაბრძანებენ და ის სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება.

მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ წმიდა ცეცხლი სახლებში წაიღონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი