პენტაგონის დახმარება უკრაინას

22 აპრილი 2022, 10:59 998 ნახვა

შეერთებული შტატები უკრაინას Phoenix Ghost-ის ტიპის 121 დრონს მიაწვდის, რაც მათ დონბასში ბრძოლაში დაეხმარებათ, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დრონების შექმნა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაიწყო. მისივე განმარტებით, დრონი შექმნილია სამიზნეებზე თავდასხმების განსახორციელებლად და ის ერთი გამოყენების შემდეგ ნადგურდება.

პენტაგონის პრესსპიკერის ინფორმაციით, Ghost-ის დრონების გამოყენებისთვის უკრაინელ სამხედროებს ისეთივე წვრთნა ჩაუტარდებათ, როგორც მათ ე.წ. „კამიკაზედრონებთან დაკავშირებით ჩაუტარდათ, თუმცა, ჯონ კირბიმ არ დააკონკრეტა, როგორ ჩატარდება წვრთნა და რამდენი უკრაინელი სამხედრო მიიღებს მასში მონაწილეობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი