პირველი შემთხვევა მსოფლიოში - ესტონეთისა და ლატვიის პარლამენტებმა რუსეთის ომი უკრაინაში გენოციდად აღიარეს.
„რუსეთის ფედერაციამ გენოციდის აქტი ჩაიდინა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ბუჩაში, ჰოსტომელში, ირპენში, მარიუპოლში და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში. ეს აქტები მოიცავს მკვლელობებს, ადამიანების გატაცებას, დეპორტაციას, თავისუფლების შეზღუდვას, გაუპატიურებებს, ასევე ცხედრების შეურაცხყოფას“, – ნათქვამია ესტონეთისა და ლატვიის საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებულ დოკუმენტებში.
ამასთან, ლატვიის პარლამენტმა მიიღო შესწორება, რომლის მიხედვით, ქვეყნის იმ მოქალქეებს, ვინც რუსეთის ომს მხარს უჭერს, ლატვიის მოქალაქეობას ჩამოართმევენ.