დღეს ვაცხადებ კიდევ ერთ, 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას, რაც გაზრდის უკრაინის შესაძლებლობას აღმოსავლეთში ომისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ჯო ბაიდენის ინფორმაციით,ეს პაკეტი მოიცავს მძიმე არტილერიას, ჰაუბიცებს და 144 000 საბრძოლო ჭურვს ამ ჰაუბიცებისთვის. დახმარება ასევე მოიცავს ტაქტიკურ უპილოტო თვითმფრინავებს.
"ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ უკრაინას გადავეცით იარაღი და აღჭურვილობა რეკორდულ დროში. გავაგზავნეთ ათასობით ჯავშანსაწინააღმდეგო, ანტისარაეკტო სისტემები, ვერტმფრენები, უპილოტო აპარატები, ყუმბარმტყორცნები, შაშხანები, სარადარო სისტემები. 50 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა. მხოლოდ აშშ-მა უკრაინას გაუგზავნა 10 ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა უკრაინაში მყოფ თითოეულ რუსულ ტანკზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის დროულად გადაცემას და ვეხმარებით რუსული აგრესიისგან თავდაცვაში. ჩვენ ასევე ვეხმარებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან.
ჩვენ ამ ყველაფერს ვუგზავნით თავისუფლების ბრძოლის ხაზზე მყოფ უშიშარ და გამოცდილ უკრაინელ მებრძლებთან. ჩვენ ახლა უნდა დავაჩქაროთ დახმარების პაკეტის გადაცემა, რომ უკრაინელები მოემზადონ რუსეთის შეტევისთვის, რომელიც იქნება უფრო შემცირებული გეოგრაფიულად, მაგრამ არა სისასტიკის კუთხით. შემდეგ კვირაში მე კონგრესს გავუგზავნი დახმარების ბიუჯეტის მოთხოვნას, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის შეიარაღების და აღჭურვილობის გადაცემა შეფერხების გარეშე გაგრძელდეს",-აცხადებს ბაიდენი.