რუსეთის პრეზიდენტმა მიზანშეუწონელი უწოდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამრეწველო ზონაზე, „აზოვსტალზე“ მოსალოდნელ შტურმს და მისი გაუქმება უბრძანა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს.
"არის!" - პასუხობს შოიგუ მისი და პუტინის შეხვედრის ამსახველ ვიდეოში, რომელიც კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებებით დღეს გავრცელდა.
პუტინის მტკიცებით, სიცოცხლის შენარჩუნების და ღირსეული მოპყრობის გარანტია ექნებათ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც „აზოვსტალს" დატოვებენ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს აცნობა, რომ "რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა მარიუპოლი გაათავისუფლეს".