აზოვსტალში 1 000-მდე მოქალაქეა, სასწრაფოდ ვითხოვთ ჰუმანიტარულ დერეფანს - ვერეშჩუკი

21 აპრილი 2022, 14:43 817 ნახვა

რუსული არმიის მიერ ბლოკირებულ ქალაქ მარიუპოლში ისევ მძიმე ვითარებაა- ქალაქში ათიათასობით დარჩენილი  მშვიდობიანი მოქალაქე პუტინის არმიის ინტენსიურ დაბომბვებს უძლებს.   უკრაინის ვიცე- პრემიერის ინფორმაციით, ოთხმა ავტობუსმა ალყაშემორტყმული მარიუპოლის დატოვება ჰუმანიტარული დერეფნების გავლით უკვე მოახერხა. 

ირინა ვერეშჩუკი მიმართავს მსოფლიო ლიდერებს მწვანე დერეფნები გაიხსნას აზოვსტალის მიმართულებით.

უკრაინა მზად არის მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი მარიუპოლში, ყოველგვარი პირობების გარეშე ჩაატაროს- განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა. ასევე, მარიუპოლის მცველები,  მესამე ქვეყნის მხარდაჭერით ქალაქიდან ევაკუაციისთვის მზად არიან. ომის 57- დღეს  უკრაინაში ისევ განგაშის  სიგნალების ფონზე გათენდა.   აფეთქებები იყო ხარკოვსა და ნიკოლაევში. ორივე ქალაქი აქტიურად იბომბება.

რუსეთის ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ზელენოდოლსკიც დაბომბეს. მძიმე ვითარება რჩება ლუგანსკში. ოკუპანტებმა იერიში  დასახლება პოპასნაზე მიიტანეს.  ქალაქში  ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები, ევაკუაციას, უწყვეტი  სროლის გამო ვერ ახერხებენ. ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსულმა ძალებმა დონბასზე აქტიური იერიში დაიწყეს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი პროგნოზირებს, აქტიური ფაზა 9 მაისამდე გასტანს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი