გაეროს გენერალური მდივანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან შეხვედრას ითხოვს

21 აპრილი 2022, 11:09 375 ნახვა

გაეროს გენერალური მდივანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან აუდიენციას ითხოვს. მიზეზი მშვიდობის დამყარების გადაუდებელი აუცილებლობის განხილვაა - ამის შესახებ გაეროს პრესსპიკერმა განაცხადა.

სტეფან დუჟარიკი ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წერილები რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს უკვე გადაეცათ და ანტონიო გუტერეში ორივე ქვეყნის მთავრობებისგან პასუხს ელოდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში