“ნამდვილად შემზარავი" - ბლინკენი მარიუპოლში არსებულ ვითარებას აფასებს

21 აპრილი 2022, 11:09 535 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მარიუპოლში არსებულ ვითარებას „ნამდვილად შემზარავად“ აფასებს. ენტონი ბლინკენი ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად, დატოვონ ქალაქი.მისი თქმით, ეს ძალიან რთული, თუმცა აუცილებელი გადაწყვეტილებაა.

ბლინკენის განცხადებით, მსოფლიომ ცოტა ხნის წინ ბუჩაში იხილა გარდაცვალებისა და განადგურების მასშტაბი, როდესაც რუსულმა ძალებმა უკან დაიხიეს. სახელმწიფო მდივანი ვარაუდობს, რომ გაცილებით მძიმე ვითარება, შესაძლოა, მარიუპოლში დახვდეთ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი