ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაშია. მან ბოროდიანკაში ოკუპანტების მიერ განადგურებული ტერიტორიები მოინახულა, შეხვდა მოსახლეობასაც.
"ბოროდიანკაში, როგორც ბუჩა და უკრაინის მრავალი სხვა ქალაქი. ისტორია არ დაივიწყებს აქ ჩადენილი ომის დანაშაულებებს. სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ შეიძლება," - წერს შარლ მიშელი ტვიტერზე.
დღეს მოგვიანებით ევროსაბჭოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.