აქცია იყო აჭარის პოლიციის სამმართველოსთან. სამართალდამცავ უწყებასთან ქობულეთში მცხოვრები მოქალაქეები შეიკრიბნენ.
პირები, რომლებმაც ერთ-ერთი ლომბარდში სესხის სანაცვლოდ ოქროს ნივთები დატოვეს, თუმცა უკან ვეღარ დაიბრუნეს. მათ პოლიციას 24 თებერვალს მიმართეს, გამოძიება როგორც ამბობენ უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ კიდევ არაფერი იციან არც მათი ნივთების და არც ლომბარდის მეპატრონის ადგილსამყოფელის შესახებ.
ერთადერთი რაც მათი თქმით, ამ ეტაპზე გაიგეს საქმეში შესაძლოა სხვა საგამოძიებო უწყებებიც ჩაერთოს. მათ შორის საუბარია ფინანსურ პოლიციაზე. აქციის მონაწილეები გამოძიების დაჩქარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, დაზარალებულია 180 ადამიანი.
პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე შეუერთდა, რომელიც ასევე მოუწოდებს სამართალდამცავებს გამოძიების დაჩქარებას და მოქალაქეების ქონების ბედის გარკვევას.