უკრაინის ელჩი გაეროს უშიშროების საბჭოს მეტი ეფექტურობისკენ მოუწოდებს. საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი განიხილეს. კიევი მოსკოვისგან ჰუმანიტარული პაუზის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების შესრულებას ითხოვს.
რუსეთის ელჩი გაეროში კი კვლავ დასავლეთს აკრიტიკებს და უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს ეგოისტურს უწოდებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში გამოსვლისას აღნიშნა, რომ საჭიროა გაერომ გადამწყვეტი როლი ითამაშოს უკრაინელი ლტოლვილებისა და მათი მიმღები ქვეყნების მხარდაჭერის კუთხით.