უკრაინაში ომის გამო 2 მილიარდამდე ადამიანს სიღატაკე და შიმშილი ემუქრება

20 აპრილი 2022, 11:15 1271 ნახვა

შავი ზღვის პორტების ბლოკადამ შესაძლოა საერთაშორისო სასურსათო კატასტროფა გამოიწვიოს-ასეთ პროგნოზს   გაერო-ში აკეთებენ. 

ორგანიზაციის მონაცემებით,  რუსეთის მიერ ოდესის, ჩერნომორსკის, იუჟნისა და ნიკოლაევის პორტების ბლოკადა სატვირთო გადაზიდვებს  აფერხებს.  ჩვეულებრივ  ეს პორტები მთელ მსოფლიოში წელიწადში 400 მილიონი ადამიანის გამოკვებას უზრუნველყოფენ. ახლა კი რუსული  სამხედრო საფრთხის გამო დაკეტილია - ნათქვამია უკრაინის კრიზისების მედიაცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.  თუ უკრაინული პორტები არ გაიხსნება, მსოფლიოს 38 ქვეყანაში 45 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება. ამ ქვეყნებში დაიწყება  სასურსათო ამბოხებები და მასობრივი მიგრაცია. 

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა ვერ შეძლებს ყველას დახმარებას. ბოლო დროს  ორგანიზაციის ხარჯები თვეში 71 მილიონი დოლარით გაიზარდა. 

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის გამო ორ მილიარდამდე ადამიანი სიღატაკესა და შიმშილისთვისაა განწირული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი