ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა და კიევის რკინიგზის სადგურში გადაღებული ფოტო დაურთო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდა.
„დღეს კიევში. თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში“, – წერს მიშელი.