უკრაინაში რუსეთის აგრესია 205 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 373 

20 აპრილი 2022, 11:13 1092 ნახვა

უკრაინის გენერალური პროკურორის  ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 205 ბავშვი დაიღუპა, 373 კი დაშავდა.

მხოლოდ ბოლო 24 საათში რუსული აგრესიის დროს კიდევ 6 ბავშვი დაშავდა. 

უწყების ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, ვინაიდან აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობა გართულებულია. 

ყველაზე მეტი - 118 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში კი 108, ხარკოვში 90, ჩერნიგოვში 57, ხერსონში 43, მიკოლაევში 40, ლუგანსკში 36, ზაპოროჟიეში 25.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1141 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 99 კი მთლიანად განადგურდა.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში