ავარიის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა

19 აპრილი 2022, 14:03 1117 ნახვა

ავარიის შედეგად  მცირეწლოვანი  ბავშვი მძიმედ დაშავდა  ხულოში,  სოფელ ბეღლეთში. ბაბუა და შვილიშვილი სასოფლო სამეურნეო მოტობლოკით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ტექნიკა  ამოყირავდა და ხევში გადავარდა.  მამაკაცი მსუბუქად, მცირეწლოვანი  კი მძიმედ დაშავდა.

მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვს  დაზიანებები თავის არეში აქვს, აუცილებელი გახდა  მისი რეფერირება რეანიმობილით ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში