რევაზ სოხაძე ლანჩხუთი-ლესას 8-კმ მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

11 დეკემბერი 2025, 12:19 174 ნახვა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნილი მაგისტრალის ლანჩხუთი–ლესას 8-კილომეტრიანი ახალი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, სამი პარალელური ხიდი, ასევე ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, პრაქტიკულად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. განახლებული 4-ზოლიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის რამდენიმე დღეში გაიხსნება - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

“სამუშაოები მინისტრთან ერთად დაათვალიერეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ბექა ურუშაძემ, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჭუმელიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ.

მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი