სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება 

19 აპრილი 2022, 11:06 1013 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღებას აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ტერიტორიიდან პირადი შემადგენლობა ქვეყნის რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში რეკრუტირების მობილური მანქანებით გაემგზავრა.

სამხედროები ადგილობრივებს საკონტრაქტო სამსახურის პირობებს, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს გააცნობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში