უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 205 ბავშვი დაიღუპა - უკრაინის პროკურატურა

19 აპრილი 2022, 11:12 885 ნახვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ მცირე 205 ბავშვი დაიღუპა და 367 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკში, კიევსა და ხარკოვში.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1141 სასწავლო დაწესებულება, აქედან 99 მთლიანად განადგურდა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი