300 ლარი სუბსიდია ფერმერებისთვის

18 აპრილი 2022, 19:47 2327 ნახვა

მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა, ამჯერად 300 ლარიან სუბსიდიას ის ფერმერები მიიღებენ, რომლებიც საკუთრებაში ფლობენ 2 500 კვ/მ ან მეტ ფართობს, ოღონდ მაქსიმუმ 12 500 კვ/მეტრის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ  მესაკუთრეები ვერ მიიღებენ თანხას, ისინი ისარგებლებენ მხოლოდ დარიცხული ქულებით. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ვისაც აგრობარათი არ აქვს, მაგრამ აქვს შესაბამისი მიწის ნაკვეთი, ბარათი ბანკში უნდა აიღოს. ქულების დარიცხვა მომდევნო კვირაში დაიწყება და მისი საშუალებით პესტიციდების და სასუქის ყიდვა იქნება შესაძლებელი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი