შეხვედრა კიბერუსაფრთხოების საკითხზე

18 აპრილი 2022, 18:13 946 ნახვა

„კიბერუსაფრთხოება  და ჰიბრიდული გამოწვევები საქართველოში“ - ამ საკითხებთან დაკავშირებით  „საინფორმაციო ცენტრმა   ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, ამერიკულ კუთხეში   ახალგაზრდებისთვის  შეხვედრა გამართა. მონაწილეებმა ისაუბრეს კიბერუსაფრთხოების მისი მნიშვნელობაზე  ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და  სტრატკომის, როგორც ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის  გამოყენება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. შეხევდრას  კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ანდრო გოცირიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის   რეგიონალური  წარმომადგენელი აჭარაში ირმა გაბინაშვილი წარუძღვნენ.  საინფორმაციო ღონისძიება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში”  ფარგლებში გაიმართა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში