პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, რომ მარიუპოლში მყოფ უკრაინელ სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებში გაცვალონ.
აღნიშნულის შესახებ მედვედჩუკმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს.
„მე ვიქტორ ვლადიმერის ძე მედვედჩუკი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მივმართავ თხოვნით, რომ უკრაინულმა მხარემ მოახდინოს ჩემი გაცვლა მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებზე, რომლებიც დღეის მდგომარეობით იმყოფებიან იქ და არ აქვთ უსაფრთხოდ გამოსვლის შესაძლებლობა ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით“, – განაცხადა მედვედჩუკმა ვიდეომიმართვაში.
უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი და ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.