ხორბლის და ფქვილის უდიდეს ნაწილის იმპორტს ვახორციელებთ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამონაკლისი ვერ ვიქნებით - შამუგია 

18 აპრილი 2022, 14:41 923 ნახვა

ხორბლის და ფქვილის უდიდეს ნაწილის იმპორტს ვახორციელებთ. რაც ხდება მსოფლიო ბაზარზე, ჩვენ მოწყვეტილი ვერ ვიქნებით - ამბობს ოთარ შამუგია. 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ხელი უნდა შეუწყონ ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას, რადგან სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება მაქსიმალურად შემცირდეს. 

ოთარ შამუგიამ ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში პურის ფასის შესაძლო ზრდას ეხებოდა. 

''ვერ ვიქნებით გამონაკლისი იმ პროცესებიდან, რაც მსოფლიოშია. ფაოს კვლევების შედეგად მარტში დაახლობით 13%-ზე მეტით არის გაზრდილი სურსათზე. ჩვენ ხორბლის და ფქვილის უდიდეს ნაწილის იმპორტს ვახორციელებთ. რაც ხდება მსოფლიო ბაზარზე, ჩვენ მოწყვეტილი ვერ ვიქნებით. ვცდილობთ  მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში მარცვლეულის, ხორბლის წარმოების ზრდას. 

წინასწარი მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ხორბლის წარმოება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, დაახლოებით 35-36%-ით, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მეტი საშუალება გვაქვს, ამისთვის კონკრეტულ მექანიზმსაც შევიმუშავებთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას და მივაღწიოთ იმ მაჩვენებელს, რომ თვითუზრუნველყოფის დაახლოებით 50% მაინც დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი