თუ უნდათ მზია ამაღლობელი კარგად იყოს, შიმშილის და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის ჯანმრთელობას მიხედოს - მამუკა მდინარაძე

03 თებერვალი 2025, 15:40 162 ნახვა

კარგად თუ უნდათ რომ იყოს, შიმშილისა და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას მიხედოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ბათუმელების“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი.

როგორც მდინარაძემ განმარტა, სახელმწიფო შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება. ოპოზიციას კი, თუ უნდა მათ ხელში ინსტრუმენტად ქცეული მზია ამაღლობელი კარგად იყოს, არა შიმშილობისკენ, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის მიხედვისკენ უნდა მოუწოდონ.

„ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს, დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია, შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი... ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი.

სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არცერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. კარგად თუ უნდათ რომ იყოს, შიმშილისა და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი. გმირად წარმოაჩენენ ადამიანს, რომლის სიკვდილი უნდათ. გადაჭარბების გარეშე, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა რბილად თქვა და მერე დეპუტატებმა, ჩვენმა კოლეგებმა დააკონკრეტეს, რომ მზია ამაღლობელი არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი. მათ თქვეს, ჩვენ კი არ ვამბობთ. დღევანდელობის პარადოქსია ის, რომ ათი „ნაციდან“ 9 მის სიკვდილზე ფიქრობს და ოცნებობს. სუბიექტურად, ძალიან ბოროტებიც რომ ვიყოთ, არცერთ ჩვენგანს არ უნდა რაიმე ფატალური განვითარება ამ კონკრეტული „ქეისის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში