რუსული გემებისთვის ევროპის პორტები ჩაიკეტა

18 აპრილი 2022, 11:13 963 ნახვა

რუსული გემებისთვის ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის პორტები ჩაიკეტა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ტელეგრამ-არხით იუწყება. შეზღუდვები ვრცელდება იმ გემებზეც, რომლებმაც  დაჩქარებული წესით შეცვალეს რუსული რეგისტრაცია.

ძალაში შევიდა ევროკავშირის დირექტივა რუსული გემებისთვის აკრძალვის შესახებ.  იგი ყველა გემს ეხება, რომლებიც რუსული დროშის ქვეშ არის რეგისტრირებული, ასევე მათ, ვინც შეცვალა რუსეთის რეგისტრაცია 24 თებერვლის შემდეგ-განაცხადა ერმაკმა.  თუმცა არის გარკვეული გამონაკილისები. შეზღუდვები არ გავრცელდება იმ ხომალდებზე, რომლების  სოს-სიგნალებს გაგზავნიან.  მათ მიმართ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ.

მანამდე რუსულ გემებს აუკრძალეს ბულგარეთის, რუმინეთისა და იტალიის პორტებში შესვლა. რუსეთის საზღვაო ბლოკადას   ესტონეთიც შეუერთდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი