ვაზიანში საარტილერიო წვრთნა ჩატარდა

17 აპრილი 2022, 11:33 640 ნახვა

ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა სწავლების დასკვნითი ნაწილი სპეციალურად შერჩეულმა დამკვირვებელთა კომისიამ შეაფასა .წვრთნების მიზანს ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სხვადასხვა საბრძოლო ელემენტის კოორდინაცია და შერწყმა წარმოადგენდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში