მარიუპოლში რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების ექსჰუმაცია დაიწყეს - საკრებულო

15 აპრილი 2022, 13:11 1067 ნახვა

მარიუპოლის მაცხოვრებლების თქმით, რუსმა დამპყრობლებმა საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში დაკრძალული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების ექსჰუმაცია დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ოკუპანტები ალყაში მოქცეულ ქალაქში დარჩენილ მოქალაქეებს ახლობლების დაკრძალვის საშუალებას არ აძლევენ. 

უკრაინის დაზვერვამ მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმი დააფიქსირა. ქალაქის ხელისუფლება ეჭვობს, რომ რუსები ამ გზით ომის დანაშაულის დაფარვას ცდილობენ.

მარიუპოლი თვეზე მეტია ალყაშია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი