რუსულ აგრესიას 198 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - უკრაინის პროკურატურა 

15 აპრილი 2022, 11:49 1000 ნახვა

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დაღუპულია 198 ბავშვი და დაჭრილია 355-ზე მეტი. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი - 117 ბავშვი დონეცკის ოლქში დაშავდა, ასევე კიევისა და ხარკოვის რეგიონებში.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მათივე ცნობით, დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 1018 სასწავლო დაწესებულება, ხოლო 95 მათგანი მთლიანად განადგურებულია.

14 აპრილს სოფლის დაბომბვის გამო, ხარკოვის ოლქში  9 და 11 წლის ორი ბავშვი დაიჭრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი