ქალაქში ნაპოვნი ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აქვს - ბუჩას მერი 

15 აპრილი 2022, 10:55 837 ნახვა

ბუჩას მერის თქმით, ქალაქში ნაპოვნი ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აქვს. "ანუ ბუჩაში განზრახ მკვლელობა მოხდა", - განაცხადა ანატოლი ფედორუკმა.

რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს პოულობენ. მერის  თქმით, ქალაქში აღმოჩენილი ცხედრები მორგებში იგზავნება და შესაბამისი პროცედურების შემდეგ, დასაკრძალად ახლობლებს გადასცემენ.

უკრაინის ხელისუფლება ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები მიზანმიმართულად კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ბუჩაში უკვე ნაპოვნია სამი მასობრივი სამარხი.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში