სარაკეტო კრეისერი Москва ჩაიძირა

15 აპრილი 2022, 10:35 860 ნახვა

სარაკეტო კრეისერი Москва ჩაიძირა - ამის შესახებ  რუსული სამთავრობო მედია РИА რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. ეს სწორედ ის კრეისერია, რომელიც კუნძულ ზმეინს უტევდა.

13 აპრილს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ შავ ზღვაში Москва-ს უკრაინული წარმოების ნეპტუნის რაკეტები მოხვდა, რის გამოც მას ცეცხლი გაუჩნდა. მოგვიანებით ცეცხლის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედიამაც გაავრცელა, თუმცა უკრაინის თავდასხმა არ უხსენებია.

ექსპერტების შეფასებით, რუსული სარაკეტო კრეისერის, Moskva-ს დაზიანება არის როგორც სიმბოლური, ასევე სამხედრო ღირებულების მატარებელი, რადგან შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი