ზურაბ პატარაძე ქედის გამგებელთან ერთად სოფელ პირველ მაისში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე სტიქიის კერას გაეცნო. მაგისტრალის 32-ე კილომეტრზე მეწყერი 28-29 დეკემბერს განვითარდა. მოძრაობა ამ დრომდე მხოლოდ ცალმხრივადაა შესაძლებელი. მეოთხე დღეა მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია.