უკრაინაში 9 ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა - ირინა ვერეშუკი

14 აპრილი 2022, 12:00 742 ნახვა

უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ქვეყნაში დღეს 9 ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა. ირინა ვერეშუკის განცხადებით, განხორციელდება ალყაში მყოფ ქალაქებში ჩარჩენილი მოსახლეობის ევაკუაცია.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ირინა ვერეშუკის თქმით, კორიდორები ქალაქ ბერდიანსკში, ტოკმაკში, ენერგოდარსა და მარიუპოლში მოეწყობა, რომლებიც კვირების განმავლობაში, ალყაში იმყოფებიან.

მისივე განმარტებით, ჰუმანიტარული დერეფნები საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბვის შეწყვეტის პირობებში იმუშავებს. ალყაში მოქცეული ქალაქები მუდმივად იბომბება.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი