ხმაური ოზურგეთში - "ალტ ინფოს" ოფისი მაინც გაიხსნა

12 აპრილი 2022, 19:45 811 ნახვა

ხმაური იყო დღეს  ოზურგეთში.  სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგობის მიუხედავად პრორუსულმა ორგანიზაციამ ,,კონსერვატიულმა მოძრაობამ’’ ოფისი მალულად გახსნა ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ოფისი სასულიერო პირმა მამა ვახტანგ თოხაძემ აკურთხა.  ადგილზე შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს   ადგილობრივმა, რომელმაც „ალტინფოს“  ოფისი მიაქირავა, სიტყვიერი და ფიზიკური  შეურაცყოფა  მიაყენა. სამოქალაქო აქტივისტები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და აცხადებენ, რომ „ალტინფოს“ ოფისს მუშაობის შესაძლებლობას არ მისცემენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში