უკრაინაში ქალებისა და ბავშვების გაუპატიურების შემთხვევების გამოძიება უნდა დაიწყოს - გაერო 

12 აპრილი 2022, 17:09 917 ნახვა

გაეროს ქალთა აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, უკრაინაში ქალებისა და ბავშვების მიმართ გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიება უნდა დაიწყოს.

სიმა ბაჰოუსის ​თქმით, მსგავსი ფაქტები ყოველდღიურად იზრდება. ახალგაზრდა ქალები და მოზარდები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან.

გაეროს ქალთა აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, იმისათვის, რომ ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა შეძლონ აუცილებელია მოლდოვასა და უკრაინის საზღვარზე ძალების რესურსების გაზრდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი