ავტომანქანების ტექ - დათვალიერება

30 დეკემბერი 2016, 00:00 3468 ნახვა

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში კონსულტაციას ეკონომიკის სამინისტროს შვეიცარული კომპანია გაუწევს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვაში მოცემული პირობების შესაბამისად, გამარჯვებულად დასახელებულ კომპანიასთან დაიწყება მოლაპარაკებები და პირობებზე შეთანხმების შემთხვევაში, სამინისტროსა და კომპანიას შორის გაფორმდება ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე. აღნიშნული კომპანია    წარმოდგენილია მსოფლიოს 137 ქვეყანაში. კომპანიას წარმომადგენლობა აქვს საქართველოშიც, მთავარი ოფისი კი ბათუმშია. შეგახსენებთ,  2018 წლიდან ავტომობილების პერიოდული სავალდებულო ტესტირება შემოდის ძალაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი