აჭარის ქალ ძიუდოისტთა ნაკრები წარმატება. თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში, ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. აჭარის ნაკრებიდან ჩემპიონი გახდა მარი წულუკიძე, თამთა თებიძემ და ანა აბაშიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მარიამ ჭიჭვეიშვილი, ლიზი ბოლქვაძე, ლიკა შარაძე და თათია კიკნაძე ბრინჯაოს დასჯერდნენ. გუნდურ ჩათვლაში აჭარის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. აჭარის ნაკრები უკვე დაბრუნდა ბათუმში და მომავალი ტურნირისთვის მზადება დაიწყო, რომელიც ამ უქმეებზე თბილისში გაიმართება.