ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი

05 მარტი 2025, 10:44 113 ნახვა

გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მერვედფინალური შეხვედრები. მადრიდის „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. „სამეფო კლუბმა“ ბოლო ცხრა მატჩში პირველად დაამარცხა „ატლეტიკო“ ძირითად დროში. ლონდონის „არსენალმა“ ფაქტობრივად გაინაღდა მეოთხედფინალში თამაში.

ბრიტანელებმა „ეინდჰოვენი“ მისივე მოედანზე 7:1 დაამარცხეს. „დორტმუნდმა“ და „ლილმა“ ფრედ 1:1 ითამაშეს. „ასტონ ვილამ“ კი სტუმრად „ბრიუგე“ 3:1 დაამარცხა.

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართება. „ფეიენორდი“ „ინტერს“ უმასპინძლებს, „ბენფიკა“ „ბარსელონას“ მიიღებს. „ლევერკუზენი“ სტუმრად ნიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას და „პარი სენ-ჟერმენს“, პარიზელები „ლივერპულს“ უმასპინძლებენ. „ფეიენორდისა“ და „ინტერის დაპირისპირება თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

სხვა შეხვედრები კი ასევე თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში