საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა ისრაელთან მეორე ამხანაგურ მატჩში გამარტა. შეხვედრა უგოლო ფრედ - 0:0 დასრულდა. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი უმცროსმა „ჯვაროსნებმა“ 2:1 მოიგეს. გოლები საბა სამუშიამ და გიორგი მეფარიშვილმა გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი 2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში პოლონეთს, სლოვაკეთს და მონტენეგროს დაუპირისპირდება.
ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.