თორნიკე შენგელია ტურის სიმბოლურში დაასახელეს

06 მარტი 2025, 09:55 96 ნახვა

თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ქართველი კალათბურთელი „მილანოსთან“ კარგი თამაშის შემდეგ გამოარჩიეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პრინციპულ მეტოქესთან მოგებულ მატჩში 19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17-ს გაუტოლდა.

სიმბოლური ხუთეული ასე გამოიყურება: თორნიკე შენგელია და მარკო ბელინელი (ვირტუს ბოლონია), ჯასტინ რობინსონი (ტრაპანი), მარკელ ბრაუნი (ტრიესტე) და მფიონდუ კაბენგელე (ვენეცია).

„ვირტუს ბოლონია“ ჩემპიონატს „ბრეშასთან“ და „ტრენტოსთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 10 მარტს, სწორედ „ტრენტოსთან“ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში