ევროკავშირისგან საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარი, რომელიც ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების წინაპირობაა, ეროვნული დოკუმენტია საქართველოს პრეზიდენტისთვის, რაც სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა დააჩქარა. კითხვარის ძირითადი საკითხებია პოლიტიკა, სამართალი და ეკონომიკა. სავარაუდოდ ივნისის ბოლოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები სამიტზე განიხილავენ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა. შეფასებებში მკაცრია ოპოზიცია.