პრემიერ--მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში

05 მარტი 2025, 20:00 115 ნახვა

საქართველოსა და უზბეკეთს აქვთ განსაკუთრებული ისტორიული კავშირები, ყველა მიმართულებით გვაქვს ურთიერთობების გაღრმავების ძალიან დიდი რესურსი, ახლა მთავარია, აღვასრულოთ ის მიზნები, რაც დავისახეთ ამ ორი დღის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა როგორც პრეზიდენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში