დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტი 

11 აპრილი 2022, 10:50 517 ნახვა

თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა გენერალურმა პროკურატურამ.

საქმე ეხება დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც გამოძიების თანახმად საქართველოს მოქალაქეებმა მოტყუებით შეაქმნევინეს საწარმო და კომპანიის სახელზე საბანკო ანგარიშები გაახსნევინეს, რაც ქართველებმა თანხის მითვისების მიზნით გამოიყენეს.  ერთ-ერთმა მას 34 ათას ლარზე მეტი საკუთარი კომპანიის საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინა.

გამოძიება სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი