ბორის ჯონსონი უკრაინის დასახმარებლად ახალ პაკეტს ადგენს

10 აპრილი 2022, 12:58 660 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უკრაინის დასახმარებლად მისი ქვეყანა ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ადგენს.

ბორის ჯონსონი კიევში ვლადიმერ ზელენსკისთან შესახვედრად 9 აპრილს ჩავიდა.

შეხვედრის შემდეგ, ჯონსონმა ტვიტერზე დაწერა, რომ უკრაინელი ხალხისადმი ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად და  რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ დახმარებას ამზადებენ.

ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანასა და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას გაუგზავნის.

ასევე ლონდონი კიევს  მსოფლიო  ბანკში  დამატებით 500  მილიონი დოლარის სასესხო გარანტიებით უზრუნველყოფს.

მეგობრული ხელის გაწოდების გამო მადლობა სოციალურ ქსელში ზელენსკიმაც დაწერა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში