მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღება არის ომის დანაშაული - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა. ჯენ ფსაკის თქმით, აუცილებელია, რომ თავდასხმაზე ყველა პასუხისმგებელი სათანადოდ დაისაჯოს.
მისი განმარტებით, შეერთებული შტატების მიზანია, რუსეთს თავისი ომის დაფინანსება მაქსიმალურად გაუჭირდეს.
შექმნილ ვითარებაში, რუსეთმა ან თავისი შეზღუდული რესურსები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დეფოლტი არ მოხდეს, ან გააგრძელოს ომის დაფინანსება და დეფოლტი განიცადოს.