სტივ უიტკოფი ბერლინში ევროპელ ლიდერებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

13 დეკემბერი 2025, 14:51 95 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 13-14 დეკემბერს ბერლინში ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემას ანონიმურმა წყარომ განუცხადა, უიტკოფის პოტენციური შეხვედრა ევროპელ ლიდერებსა და ზელენსკისთან გადამწყვეტია, რადგან თეთრი სახლი ცდილობს წლის ბოლომდე შეთანხმების მიღწევას. 
შეხვედრას, სავარაუდოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი დაესწრებიან.მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპი შეხვედრაზე ოფიციალურ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგზავნის, თუ მიიჩნევს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში საკმარისი პროგრესი იქნება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი